Saturday, July 18, 2015

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

თემა; ნიკოლოზ ბარათაშვილი- ,,ფიქრნი მტკვრის პირას“.
მიზანი: ლექსში დასმული პრობლემის გააზრება და დაკავშირება თანამედროვეობასთან; ლექსის კომპოზიციაზე, მხატვრულ და ენობრივ მხარეზე დაკვირვება; მსჯელობის, ჯგუფური მუშაობის , პრეზენტაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარება;  პრობლემის მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები: მე-8: 1, 5, 7, 9, 10, 11, 12.
აქტივობა1: მინილექცია (3წთ).
მოკლე საუბარი ზოგადად რომანტიზმისა და, კერძოდ, ქართული რომანტიზმის შესახებ.„ძველების პოეზია არის მიღწეულის პოეზია, რომანტიზმი კი ოცნების პოეზიაა“(ავგუსტ შლეგელი). თუ ევროპულ რომანტიზმს სათავე დაუდო მაღალი ადამიანური იდეალების
განუხორციელებლობამ, ზემოთქმულთან ერთად ქართველი რომანტიკოსების  უმთავრე სი სატკივარი იყო საქართველოს ბედი- დამოუკიდებლობის დაკარგვა.
რა მისია აკისრია ადამიანს, რა არის მისი დანიშნულება? ეს კითხვა აღელვებდა კაცობრიობას დასაბამიდან, ეს კითხვა აღელვებდათ რომანტიკოსებს,მათ შორის ქართველ გენიოს რომანტიკოს პოეტს-ნიკოლოზ ბარათაშვილს.
აქტივობა 2: მხატვრული კითხვა(3წთ.)
მოსწავლეები ისმენენ ლექსს „ფიქრნი მტკვრის პირას“.კითხულობს გურამ საღარაძე
აქტივობა 3კითხვა-პასუხი(5წთ)
:მოსწავლეები პასუხობენ კითხვაზე:რა არის ამ ლექსში გადმოცემული-პოეტის ლირიკული განცდები თუ განსჯა და ფიქრი?ამის შემდეგ სახელმძღვანელოში
ეცნობიან მასალას-ლექსის კომპოზიცია..
აქტივობა 4:ჯგუფური მუშაობა(10წთ).
კლასი იყოფა 5 ჯგუფად. პროექტორით მიეწოდებათ სქემა;ტექსტის მონაკვეთი-კომენტა
რი. თითოეულ ჯგუფს ურიგდება კითხვები გააზრებისათვის.
1-ლი ჯგუფის კითხვები; ა)რატომ მიაშურა სევდიანმა პოეტმა ბუნების წიაღს? რას ნიშ
ნავს პოეტისთვის ბუნება? გ)ლექსის კომპოზიციის რომელ ნაწილს განეკუთვნება მოცე
მული მონაკვეთი?
მე-2 ჯგუფის კითხვები;ა)რა კითხვას სვამს პოეტი, რისი პასუხის მიღებას ცდილობს იგი?
მე-3 და მე-4 ჯგუფის კითხვები:ა)რა არგუმენტები მოჰყავს პოეტს და რა დასკვნისკენ  გვიბიძგებს ისინი? ბ)ლექსის კომპოზიციის რომელ ნაწილს განეკუთვნება მოცემული მო
ნაკვეთი?

მე-5 ჯგუფის კითხვები; ა)უპასუხა თუ არა პოეტმა ლექსში დასმულ კითხვას და რა დას
კვნა გამოიტანა? ბ)ლექსის კომპოზიციის რომელ ნაწილს განეკუთვნება მოცემული მონა კვეთი.
ქტივობა 5;პრეზენტაცია(5წთ).
აქტივობა 6: გონებრივი იერიში (5წთ)
.რამდენად გამომდინარეობს პოეტის მიერ გამოტანილი დასკვნა მსჯელობიდან და რას ემყარება იგი?
აქტივობა 7:ესე (8წთ)
-„არც კაცი ვარგა...“
აქტივობა 8. პრეზენტაცია(5წთ)
              .
საშინაო დავალება; თხზულება თემაზე- ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული როლი
შეასრულა ჩემი ერის ცხოვრებაში.
შეფასება:განმსაზღვრელი. საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით.

რესურსები: ვ.როდონაია, ა. არაბული... „ქართული ენა და ლიტერატურა“ მე-8 კლასი,
გამომცემლობა „სწავლანი.“.თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი.
რესურსები: თუ ბ

Friday, July 17, 2015

პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება: ბიბლიური სახეები ქართულ ლიტერატურაში.
  2. პროექტის მთავარი თემა: კაცობრიობისათვის ბიბლია წიგნთა წიგნია. ყველა ეპოქაში ბიბლიურ სახეებს ხშირად მიმართავდნენ და მიმართავენ ლიტერატურასა და ხელოვნების სხვა დარგებში მათი სიღრმისა და დიდი გამომსახველობითი ძალის გამო.
  3. პროექტის აქტუალობა: ბიბლიური იგავების გაცნობისა და გააზრების გარეშე ძნელია სრულყოფილი აღქმა იმ მხატვრული ნაწარმოებისა, რომელშიც გამოყენებულია ბიბლიური სახე.
  4.  პროექტის მიზნები: მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება. მათთვის მხატვრული ნაწარმოების აღქმისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება, ლიტერატურითა და ხელოვნებით მათი დაინტერესება.
  5. მონაწილეთა ასაკი: მე-11-მე-12 კლასების მოსწავლეები.
  6. ვადები/ ხანგრძლივობა: 4-5 თვე. 
  7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: რეფერატები, ჩა
    ნახატები, ესეები. კრებული იმ ბიბლიურ იგავთა, საიდანაც მომდინარეობენ სასკო
    ლო ლიტერატურაში გამოყენებული ბიბლიური სახეები.მასალა განთავსდება ინ
    ტერნეტში. 
  8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ბიბლია, მხატვრული ტექსტები (აგიოგრაფი
    ული, კლასიკური, თანამედროვე ლიტერატურა), სამეცნიერო ლიტერატურა. ისტ
    რესურსები, კომპიუტერი, პროექტორი.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ა)მოსწავლეთა დაინტერესება; ბ)
    საკვლევი მასალის შეგროვება. მოსწავლეები იყოფიან 7-8 ჯგუფად, ეძებენ ბიბლი-
    ურ სახეებს იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაში“, იოანე საბანისძის „აბოს წამებაში“,
    გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, დავით გურამიშვილის „და
    ვითიანში“, ნ.ბარათაშვილის, გალაკტიონის პოეზიაში, ილიას შემოქმედებაში, თანა
    მედროვე მწერლების ნაწარმოებებში. გ) შეგროვილი მასალის კვლევა-ეპოქისა და თითოეული მწერლის მაგალითზე იმის გარკვევა, თუ რა იდეურ-მხატვრული და-
    ტვირთვითაა გამოყენებული ტექსტებში ბიბლიური სახეები, რომელი ბიბლიური
    იგავებიდან მომდინარეობენ და რა ისტორიულ კონტექსტთან არიან დაკავშირებუ
    ლი. ჩატარდება სასკოლო კონფერენცია. კვლევის მასალები განთავსდება ინტერ
    ნეტში. დ)სკოლის ბიბლიოთეკისათვის შედგება კრებული იმ ბიბლიურ იგავთა,
    საიდანაც მომდინარეობენ სკოლაში შესასწავლ ლიტერატურაში გამოყენებული
    ბიბლიური სახეები. შეგროვდება მასალები სასკოლო ლიტერატურაში გამოყენებუ
    ლი ბიბლიური სახეების ლექსიკონისათვის.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ისტ.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დოდო ნაროუშვილი.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dodonaroushvili@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი:ბლოგი:dodonaroushviliblogspot.com