Friday, July 17, 2015

პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება: ბიბლიური სახეები ქართულ ლიტერატურაში.
  2. პროექტის მთავარი თემა: კაცობრიობისათვის ბიბლია წიგნთა წიგნია. ყველა ეპოქაში ბიბლიურ სახეებს ხშირად მიმართავდნენ და მიმართავენ ლიტერატურასა და ხელოვნების სხვა დარგებში მათი სიღრმისა და დიდი გამომსახველობითი ძალის გამო.
  3. პროექტის აქტუალობა: ბიბლიური იგავების გაცნობისა და გააზრების გარეშე ძნელია სრულყოფილი აღქმა იმ მხატვრული ნაწარმოებისა, რომელშიც გამოყენებულია ბიბლიური სახე.
  4.  პროექტის მიზნები: მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება. მათთვის მხატვრული ნაწარმოების აღქმისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება, ლიტერატურითა და ხელოვნებით მათი დაინტერესება.
  5. მონაწილეთა ასაკი: მე-11-მე-12 კლასების მოსწავლეები.
  6. ვადები/ ხანგრძლივობა: 4-5 თვე. 
  7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: რეფერატები, ჩა
    ნახატები, ესეები. კრებული იმ ბიბლიურ იგავთა, საიდანაც მომდინარეობენ სასკო
    ლო ლიტერატურაში გამოყენებული ბიბლიური სახეები.მასალა განთავსდება ინ
    ტერნეტში. 
  8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ბიბლია, მხატვრული ტექსტები (აგიოგრაფი
    ული, კლასიკური, თანამედროვე ლიტერატურა), სამეცნიერო ლიტერატურა. ისტ
    რესურსები, კომპიუტერი, პროექტორი.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ა)მოსწავლეთა დაინტერესება; ბ)
    საკვლევი მასალის შეგროვება. მოსწავლეები იყოფიან 7-8 ჯგუფად, ეძებენ ბიბლი-
    ურ სახეებს იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაში“, იოანე საბანისძის „აბოს წამებაში“,
    გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, დავით გურამიშვილის „და
    ვითიანში“, ნ.ბარათაშვილის, გალაკტიონის პოეზიაში, ილიას შემოქმედებაში, თანა
    მედროვე მწერლების ნაწარმოებებში. გ) შეგროვილი მასალის კვლევა-ეპოქისა და თითოეული მწერლის მაგალითზე იმის გარკვევა, თუ რა იდეურ-მხატვრული და-
    ტვირთვითაა გამოყენებული ტექსტებში ბიბლიური სახეები, რომელი ბიბლიური
    იგავებიდან მომდინარეობენ და რა ისტორიულ კონტექსტთან არიან დაკავშირებუ
    ლი. ჩატარდება სასკოლო კონფერენცია. კვლევის მასალები განთავსდება ინტერ
    ნეტში. დ)სკოლის ბიბლიოთეკისათვის შედგება კრებული იმ ბიბლიურ იგავთა,
    საიდანაც მომდინარეობენ სკოლაში შესასწავლ ლიტერატურაში გამოყენებული
    ბიბლიური სახეები. შეგროვდება მასალები სასკოლო ლიტერატურაში გამოყენებუ
    ლი ბიბლიური სახეების ლექსიკონისათვის.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ისტ.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დოდო ნაროუშვილი.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dodonaroushvili@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი:ბლოგი:dodonaroushviliblogspot.com

No comments:

Post a Comment