თემა; ნიკოლოზ ბარათაშვილი- ,,ფიქრნი მტკვრის პირას“.
მიზანი: ლექსში დასმული პრობლემის გააზრება და დაკავშირება თანამედროვეობასთან; ლექსის კომპოზიციაზე, მხატვრულ და ენობრივ მხარეზე დაკვირვება; მსჯელობის, ჯგუფური მუშაობის , პრეზენტაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარება; პრობლემის მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები: მე-8: 1, 5, 7, 9, 10, 11, 12.
აქტივობა1: მინილექცია (3წთ).
მოკლე საუბარი ზოგადად რომანტიზმისა და, კერძოდ, ქართული რომანტიზმის შესახებ.„ძველების პოეზია არის მიღწეულის პოეზია, რომანტიზმი კი ოცნების პოეზიაა“(ავგუსტ შლეგელი). თუ ევროპულ რომანტიზმს სათავე დაუდო მაღალი ადამიანური იდეალების
განუხორციელებლობამ, ზემოთქმულთან ერთად ქართველი რომანტიკოსების უმთავრე სი სატკივარი იყო საქართველოს ბედი- დამოუკიდებლობის დაკარგვა.
რა მისია აკისრია ადამიანს, რა არის მისი დანიშნულება? ეს კითხვა აღელვებდა კაცობრიობას დასაბამიდან, ეს კითხვა აღელვებდათ რომანტიკოსებს,მათ შორის ქართველ გენიოს რომანტიკოს პოეტს-ნიკოლოზ ბარათაშვილს.
აქტივობა 2: მხატვრული კითხვა(3წთ.)
მოსწავლეები ისმენენ ლექსს „ფიქრნი მტკვრის პირას“.კითხულობს გურამ საღარაძე
აქტივობა 3კითხვა-პასუხი(5წთ)
:მოსწავლეები პასუხობენ კითხვაზე:რა არის ამ ლექსში გადმოცემული-პოეტის ლირიკული განცდები თუ განსჯა და ფიქრი?ამის შემდეგ სახელმძღვანელოში
ეცნობიან მასალას-ლექსის კომპოზიცია..
აქტივობა 4:ჯგუფური მუშაობა(10წთ).
კლასი იყოფა 5 ჯგუფად. პროექტორით მიეწოდებათ სქემა;ტექსტის მონაკვეთი-კომენტა
რი. თითოეულ ჯგუფს ურიგდება კითხვები გააზრებისათვის.
1-ლი ჯგუფის კითხვები; ა)რატომ მიაშურა სევდიანმა პოეტმა ბუნების წიაღს? რას ნიშ
ნავს პოეტისთვის ბუნება? გ)ლექსის კომპოზიციის რომელ ნაწილს განეკუთვნება მოცე
მული მონაკვეთი?
მე-2 ჯგუფის კითხვები;ა)რა კითხვას სვამს პოეტი, რისი პასუხის მიღებას ცდილობს იგი?
მე-3 და მე-4 ჯგუფის კითხვები:ა)რა არგუმენტები მოჰყავს პოეტს და რა დასკვნისკენ გვიბიძგებს ისინი? ბ)ლექსის კომპოზიციის რომელ ნაწილს განეკუთვნება მოცემული მო
ნაკვეთი?
მე-5 ჯგუფის კითხვები; ა)უპასუხა თუ არა პოეტმა ლექსში დასმულ კითხვას და რა დას
კვნა გამოიტანა? ბ)ლექსის კომპოზიციის რომელ ნაწილს განეკუთვნება მოცემული მონა კვეთი.
აქტივობა 5;პრეზენტაცია(5წთ).
აქტივობა 6: გონებრივი იერიში (5წთ)
.რამდენად გამომდინარეობს პოეტის მიერ გამოტანილი დასკვნა მსჯელობიდან და რას ემყარება იგი?
აქტივობა 7:ესე (8წთ)
-„არც კაცი ვარგა...“
აქტივობა 8. პრეზენტაცია(5წთ)
.
საშინაო დავალება; თხზულება თემაზე- ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული როლი
შეასრულა ჩემი ერის ცხოვრებაში.
შეფასება:განმსაზღვრელი. საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით.
რესურსები: ვ.როდონაია, ა. არაბული... „ქართული ენა და ლიტერატურა“ მე-8 კლასი,
გამომცემლობა „სწავლანი.“.თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი.
რესურსები: თუ ბ
No comments:
Post a Comment