თემატური გეგმა
საგანი: ქართული ენა
და ლიტერატურა
კლასი: XI
კვირეული დატვირთვა:
5 საათი
სახელმძღვანელო-ნ.მუზაშვილი,
ნ. ჩუბინიძე, ნ. შარაშენიძე, ქართული ენა და ლიტერატურა-XI
მასწავლებელი: დოდო ნაროუშვილი
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგი: სტანდარტი
2016-2017 სასწავლო წელი
|
თემის დასახელება
|
საათების
რაოდენობა
|
მიზანი
|
მისაღწევი შედეგი
|
თემის მოკლე
შინაარსი
|
აქტივობები/
მეთოდები
|
რესურსები
|
შეფასებები
|
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
|
1.
XIX საუკუნის I ნახევრის საქართველო. ევროპული რომანტიზმი. ქართული რომანტიზმის წარმოშობა
და მისი თავისებურება.
|
6 სთ.
|
ამ ეპოქის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის, მსოფლმხედვე-ლობისა
და კულტურული კონტექსის გააზრება. მსჯელობა რომანტიზმზე, როგორც ლიტერატურულ მიმდინარეობაზე,
ევროპული რომანტიზმის დამახასიათებელი ნიშნები, ქართული რომანტიზმის წარმოშობისა
და თავისებურებების გააზრება. საჯარო მოხსენების მომზადება.
|
მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის ელემენტების გამოყენება მისი
ინტერპრეტაციისა და ანალიზის დროს.
არგუმენტირებულ ვარაუდებსა და მოსაზრებებს გამოთქვამს თემის გარშემო.
შეუძლია არამხატვრული ტექსტის ანალიზი. საჯარო მოხსენების შექმნა.
|
XIX საუკუნის I ნახევრის საქართველოს სოციალურ- პოლიტიკურმა მდგომარეობამ, დამოუკიდებლობის
დაკარგვამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი ერის მსოფლ-მხედველობასა და კულტურულ კონტექტზე.
ქართული კულტურა თავს აღწევს იზოლაციას.
ევროპული რომანტიზმი. ქრთული რომანტიზმის წარმოშობა და თავისებურებანი.
|
მინილექცია. ანალიტიკური კითხვის მეთოდი. პარტნიორობა კითხვის პროცესში.
კორნელის მეთოდი. გონებრივი იერიში. თეზისები.
კოგნიტური სქემები.
დისკუსია.
პრეზენტაცია. საჯარო მოხსენება. ანალიტიკური ესე. ტექსტის რედაქტირება.
|
სახელმძღვანელოს ტექსტი, რუბრიკები: ტექსტი და მკითხველი; ანალიტიკური
კომენტარი; ინტერპრეტაცია.
თაბახის ფურცლები.
ისტ. რესურსები შეფასების კრიტერიუმები.
|
დაკვირვება, (კომენტარი, რეკომენდაცია) სქემები.
|
|
2.
ა) ალექსანდრე ჭავჭავაძე-შემოქმედება
ბ) ენა და ტექსტი
|
6 სთ.
|
ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედების ლიტერატურულ-ესთეტიკური პრინციპების
გაანალიზება შესასწავლი ლექსების მიხედვით. გაიაზრონ ევროპულ რომატიზმთან პოეტის
იდეური მხატვრული მიმართება.
ტექსტის ტიპების გაცნობა.
მხატვრული ტექსტის ანალიზის უნარის ჩამოყალიბება.
|
არგუმენტირებულად მსჯელობენ საკითხზე: რატომ მივიჩნევთ ა. ჭავჭავაძეს
რომანტიკოს პოეტად? შეუძლიათ შესწავლილი ლექსების იდეურ-მხატვრული ანალიზი. ეძებენ
ტექსტში მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს და არკვევენ მათ მხატვრულ ფუნქციას.
|
ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებითი გზის გაცნობა. ლექსების: „ვაჰ, დრონი,დრონი,“,
„გოგჩა-“ შესწავლა და იდეურ-მხატვრული ანალიზი.
პოეტის შემოქმედების იდეური და მხატვრულ-ესთეტიკურ პრინციპების გაანალიზება.
ალ. ჭავჭავაძის ენაზე დაკვირვება. ტექსტის ტიპების გაცნობა.
|
მინილექცია. კომენტირებულიკითხვა;
პარტნიორობა კითხვის პროცესში. მხატვრული სახეების ანალიზი;
კოგნიტური სქემები; ლიტერატურული წრეები; კორნელის მეთოდი, გონებრივი
იერიში, ტექსტების შედარების მეთოდი. არგუმენტირებული ესე;
პრეზენტაცია. ტექსტის რედაქტირება. შემაჯამებელი წერა №1
|
სახელმძღვანელო. რუბრიკები:
ტექსტი და მკითხველი; ანალიტიკური კომენტარი; ინტერპრეტაცია.
ლიტ. პარალელი-ადამ მიცკევიჩის „ბაღჩისარაი“. თაბახის ფურცლები.
ისტ. რესურსები შეფასების კრიტერიუმები.
|
დაკვირვება, სქემები.
|
|
3.
ა) გრიგორლ ორბელიანი-შემოქმედება,
ბ) ენა და ტექსტი
|
8 სთ.
|
გ. ორბელიანის ცხოვრების გზის, მისი შემოქმედების პრობლემატიკის, რომანტიზმისათვის
დამახასიათებელი მხატვრული პინციპების გააზრება. თაობათა დაპირისპირების მიზეზებში
გარკვევა.
ორი ნაწარმოების შედარებით ანალიზზე მუშაობა.
|
მსჯელობენ გ. ორბელიანის, როგორც რომანტიკოსი პოეტის, სამხედრო მოღვაწისა
და პიროვნებისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე არგუმენტების გამოყენებით. შეუძლიათ
შესწავლილი ლექსების მხატვრული ანალიზი. ერკვევიან მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების
ფუნქციაში.
|
გ. ორბელიანის ცხოვრების გზა. ლექსების „საღამო გამოსალმებისა“, „იარალის“,
„თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, „
პასუხი შვილთა“ პრობლემატიკისა და მხატვრული მხარის ანალიზი. ტექსტის ტიპების გაცნობა. ტექსტების შედარებითი ანალიზი. |
მინილექცია. კომენტირებუ
ლი კითხვა; ანალიტიკური კომენტარი.
მხატვრული სახეების ანალიზი;
კორნელის მეთოდი; დისკუსია; პრეზენტაცია, ესე- გ. ორბელიანი რომანტიკოსი
პოეტი და გენერალი.
შემაჯამებელი წერა №2
|
სახელმძღვანელო. რუბრიკები:
ტექსტი და მკითხველი; ვარაუდი; ინტერპრეტაცია; ანალიტიკური კომენტარი.
|
დაკვირვება, სქემები.
|
|
4.
ა) ნიკოლოზ ბარათაშვილი-შემოქმედება,
ბ) ენა და ტექსტი
|
16 სთ
|
პოეტის პირადი ცხოვრების რეალიების, ეპოქის კულტურულ-სოციალური კონტექსტის
გათვალისწინებით, შესწავლილ ტექსტებზე დაყრდნობით
იმსჯელონ ნ. ბარათაშვილის პოეზიის პრობლემატიკაზე, ეროვნულისა და ზოგადსაკაცობრიოს
მიმართებაზე, ესთეტიკურ პრინციპებზე. მხატვრული სახეების ანალიზი. გაიზარონ, რამ
განაპირობა პოეტის მარტოობა და ტრაგიკული ბედი.
|
არგუმენტირებული მსჯელობით აანალიზებს ლექსის სათქმელს, გამოკვეთს ლირიკული
გმირის პოზიციას, განიხილავს ლექსს მხატვრულ- გამომსახველობითი თვალსაზრისით. მსჯელობს
ლიტერატურულ პარალელებზე. შეუძლია მხატვრული სახეების ანალიზი, მათი ფუნქციის ჩვენება.
პირად და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს ესეს.
|
ნ. ბარათაშვილის ცხოვრების ტრაგედია. კონტექსტი ეპოქისა, რომელსაც მისი
შემოქმედება შეუმჩნეველი დარჩა. ლექსების „ხმა იდუმალი“, „სულო
ბოროტო“, „შემოღა
მება მთაწმიდაზე“, „მერანი“, „რად ჰყვედრი კაცსა“, „ვპოვე ტაძარი“, იდეურ-მხატვრული
ანალიზი.
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები.
ლიტ. პარალელები.
|
მინილექცია. კომენტირებუ
ლი კითხვა; მხატვრული სახეების
ანალიზი.
კორნელის მეთოდი. T სქემა. ლიტერატურული წრეები. ტექსტების შედარების მეთოდი. დისკუსია,
პრეზენტაცია, ესე.
ტექსტის რედაქტირება, შემაჯამებელი წერა №3
|
სახელმძღვანელოს ტექსტი. რუბრიკები: ტექსტი და მკითხველი, ანალიტიკური
კომენტარი, ვარაუდი.
ლიტ. პარალელები. თაბახის ფურცლები. ისტ. რესურსები.
|
დაკვირვებით, (კომენტარი, რეკომენდაცია) სქემებით.
|
|
5.
რეალისტები
|
6 სთ.
|
გაიაზრონ
„თერგდალეულების“ როლი საქართველოს კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გააცნობიერონ რეალისტური ხელოვნების დამახასიათებელი ნიშნები.
|
ანალიტიკური ტექსტიდან არჩევენ იმ დებულებებს, რომლებიც, მათი აზრით,
ყველაზე უკეთ გამოხატავენ რეალიზმის არსს. მსჯელობენ მისი წარმოშობის მიზეზებსა და
მსოფლმხედველობრივ პრინციპებს. წერენ საჯარო მოხსენებას.
|
საქართველო XIX საუკუნის I
I
ნახევარში.
„თერგდალეულების’ როლი ქვეყნის ცხოვრბაში. რეალიზმის წარმოშობის მსოფლმხედველობრივი
საფუძვლები და დამახასიათებელი ნიშნები.
|
მინი ლექცია.
ტექსტის პაუზებით კითხვა. კომენტარები. თეზისების გამოყოფა. რეზიუმე.
პრეზენტაცია. საჯარო მოხსენება.
|
სახელმძღვანელოს ტექსტი. თაბახის ფურცლები.
|
დაკვირვებით, (კომენტარი, რეკომენდაცია, რეცენზია).
|
|
6.
ა) ილია ჭავჭავაძე-შემოქმედება
ბ) ენა და ტექსტი
|
39 სთ
|
გაიაზრონ, ილიას როგორც ერის წინამძღოლის, მწერლის, მოაზროვნის, საზოგადო
მოღვაწის, პიროვნების განსაკუთრებული როლი ქართველი ერის ისტორიაში. დაფიქრდნენ,
პოეტის , შემოქმედის და, ზოგადად, ადამიანის როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებში. გაითავისონ
ილიას ნაწარმოებებში მოცემული ფასეულობები: თავისუფლება, ეროვნული თვითმყოფადობა,
მოძრაობისა და აქტიური ქმედების იდეა, მართალი სიტყვის ძალა, საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან
განდგომის კრიტიკა, მომავლის საქართველოს ილიასეული ხატი. გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,
განივითარონ მხატვრულ- გამომსახველობითი საშუალებების გამოყენების უნარი.
|
ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის შემოქმედებაზე დაყრდნობით იმსჯელებენ,
გამოთქვამენ თვალსაზრისს ილიას გარდამტეხ
როლზე ერის ცხოვრებაში. გამოყოფენ იმ იდეებს, შეხედულებებს, ფასეულობებს, რომლებიც
აქტუალურნი არიან დღესაც და აუცილებელნი იქნებიან მომავლის საქართველოშიც. შექმნიან
ილიას პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს. დაწერენ ანალიტიკურ და არგუმენტირებულ
ესეებს ილიას შემოქმედების პრობლემატიკიდან გამომდინარე. გამდიდრდება მოსწავლეთა
ლექსიკური მარაგი, განუვითარდებათ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენების
უნარი.
|
ილიას ეპოქისა და ცხოვრების გზის გაცნობა. ერის პოლიტიკურ-სოციალურ-კულტურულ
ცხოვრებაში ილიას ღვაწლის ჩვენება. თერგდალეულთა მოძრაობა, მამათა და შვილთა თაობის
დაპირისპირების მიზეზები.
ილიას „პოეტის“, „მგზავრის წერილების“, პასუხის პასუხის“, „ორიოდე სიტყვის...“,
„ბედნიერი ერის“, კაცია-ადამიანის“, „ოთარაანთ ქვრივის“, „განდეგილის“, ზოგიერთი
რამ“-ფრაგმენტების შესწავლა და იდეურ-მხატვრული ანალიზი. მხატვრულ-გამომსახველობითი
საშუალებები: ტექსტი და ქვეტექსტი. იდეურ-ემოციური შეფასება.
|
მინილექცია. გონებრივი იერიში. კომენტირებული კითხვა. პაუზებით კითხვა.
კოგნიტური სქემები. ვენის დიაგრამა, კორნელის დაფა. 3,2,1 სემინარი, ლიტერატურული წრეები. დისკუსია.
ანალიტიკური ესე არგუმენტირებული ესე ვარაუდების გამოთქმა ტექსტების შედარების მეთოდი.
პრეზენტაცია ტექსტის რედაქტირება. ლიტერატურული პარალელები. სიმულაცია. შემაჯამებელი
წერა №4, №5
|
სახელმძღვანელოს ტექსტი. რუბრიკები: ტექსტი და მკითხველი; ანალიტიკური
კომენტარი; ინტერპრეტაცია. ლიტ. პარალელები, თაბახის ფურცელები. ისტ. რესურსები,
შეფასების კრიტერიუმები.
|
დაკვირვებით, (კომენტარი, რეკომენდაცია, რეცენზია). სქემებით
|
|
7.
ა) აკაკი წერეთელი-ცხოვრება და სემოქმედება
|
14 სთ
|
გაეცნონ, გაიაზრონ, გამოთქვან შეხედულებები აკაკის ცხოვრების გზაზე,
შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე. იმსჯელონ მასზე, როგორც რეალისტ მწერალზე,
ილიას თანამებრძოლზე , ეპოქის საჭირბოროტო საკითხებისადმი მის დამოკიდებულებაზე.
გაიაზრონ მწერლის ღირებულებები და შეაფასონ მათი მნიშვნელობა დღევანდელი საქართველოსთვის.
დააკვირდნენ და გამოყონ პერსონჟთა და მახასიათებელი თვისებები, შექმნან მათი ფსიქოლოგიურ
პორტრეტები.იმსჯელონ აკაკის პოეზიის განსაკუთრებულობაზე, ლექსის მუსიკალურობასა და
მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებზე. შეადარონ ერთმანეთს ერთსა და იმავე თემაზე
შექმნილი ორი პოეტის ორი სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებები. დაწერონ კომენტარები, ესეები
გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, დახვეწონ ზეპირი და წერითი მეტყველება.
|
მსჯელობენ და აანალიზენებ აკაკის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.
იდეურად და მხატვრულად იხილავენ შესწავლილ ნაწარმოებებს. მსჯელობენ აკაკი წერეთელზე,
როგორ კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელზე. ახასიათებენ პერსონაჟებს და მსჯელობენ
მათ ფსიქოლოგიურ მხარეზე. მსჯელობენ მწერლის შეხედულებების, ფასეულობების მნიშვნელობაზე
თანამედროვეობისათის. ერკვევიან აკაკის ლექსის თავისებურებებში, მუსიკალურობასა და
მხატვრულ-გამომსახველობით ძალაში. ადარებენ და აანალიზებენ ერთსა და იმავე თემაზე
შექმნილ სხვადასხვა მწერლებისა და ეპოქების ნაწარმოებებს. წერენ კომენტარებს, ესეებს, გამოთქვამ,ენ ვარაუდებს.
აკეთებენ ინტერპრეტაციას. ზრუნავენ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, წერითი და ზეპირი
მეტყველების დახვეწაზე.
|
აკაკის ცხოვრების გზა, მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურულ
ცხოვრებაში მონაწილეობა. აკაკი წერეთელი-როგორც კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი,
დიდი ილიას თანამებრძოლი. აკაკის „პოეტის“, „ქებათა-ქების“, ქართული პატრიოტობის“,
„აღმართ-აღმართის“, „გამზრდელის“ შესწავლა და იდეურ-მხატვრული ანალიზი.
ა) საჯარო მოხსენება;
ბ) საჯარო გამოსვლა;
2.
მხატვრული გამომსახველობითი
საშუალებები:
ა) ალეგორია;
ბ) მხატვრული ნაწარმოების კომპოზიცია.
3. ტექსტების შედარებითი ანალიზი.
გრიგოლ რობაქიძის ესე-აკაკი და ილია.
ამ ტექსტის ინტერპრეტაცია.
|
მინი ლექცია; გონებრივი იერიში; კომენტირებული კითხვა; პაუზებით კითხვა;
3,2,1.
სემინარი;
კორნელის მეთოდი; ანალიტიკური ესე
დისკუსია
კოგნიტური სქემები;
ვენის დიაგრამა; კუბის მეთოდი,
ტექსტების შედარება; პრეზენტაცია, სიმულაცია.
შემაჯამებელი წერა №6
|
სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები. რუბრიკები: ტექსტი და მკითხველი;
დეტალების ხელოვნება; ვარაუდი. ანალიტიკური კომენტარი; თვალსაზრისი; ინტერპრეტაცია.
პარალელი. დისკუსია. შეფასების კრიტერიუმი.
|
დაკვირვებით, (კომენტარი, რეკომენდაცია, რეცენზია).
2. სქემები.
|
|
8.
ალექსანდრე ყაზბეგი-ცხოვრება და შემოქმედება
|
10 სთ
|
გაიაზრონ ალ. ყაზბეგის ცხოვრების გზა თავისი კონტრასტებითა და ტრაგიზმით. ჩასწვდნენ
მის შემოქმედებით სამყაროს, უფრო ამაღლებულსა და ტრაგიკულს. გაიაზრონ, რა გავლენას
ახდენენ გმირთა ცხოვრების წესზე მთის ტრადიციები და წესჩვეულებები. დააკვირდნენ,
როგორ ხატავს მწერალი გმირების ფსიქოლოგიურ პორტრეტს, გამოყონ მხატვრული დეტალები.
შეადარონ ერთმანეთს და იდეურ-მხატვრულად გაანალიზონ ორი ტექსტი -ალ. ყაზბეგის „ხევისბერი
გოჩა“ და პროსპერ მერიმეს“ მატეო ფალკონე“.
დაეუფლონ საჯარო მოხსენების გეგმის შედგენას და მის თავისებურებებს.
გამოიმუშაონ მწერლის ენაზე დაკვირვების უნარ-ჩვევები.
|
მოსწავლე აანალიზებს მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს,
რისთვისაც იყენებს სხვადასხვა რესურსს. წარმოადგენს ნაწრამოებში ასახულ პრობლემას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს
პრობლემის გადაჭრის ავტორისეულ ვარიანტზე, აანალიზებს ტექსტს მხატვრულ-გამომსახველობითი
თვალსაზრისით. გამოკვეთს პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ
სახეებს.
შეუძლია ერთ თემაზე შექმნილი ორი სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებების შედარებითი
ანალიზი.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა. წერს საჯარო მოხსენებას.
იყენებს სათანადო ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს.
|
XIX საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული
მიმოხილვა.
ალ. ყაზბეგის ცხოვრების გზა. მთის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ალ.
ყაზბეგის ნაწარმოებებში. ალ. ყაზბეგის შემოქმედებითი სამყაროს მიმართება რეალურთან,
ემპირიულთან . გმირთა ფსიქოლოგიური პორტრეტის ხატვის თავისებურებანი. მხატვრული დეტალების
ფინქცია. მწერლის ენა. „ხევისბერი გოჩას“ შესწავლა და იდეურ-მხატვრული ანალიზი. საჯარო
მოხსენებისა და გამოსვლის თავისებურებანი. მწერლის ენაზე დაკვირვება.
|
მინი ლქცია; გონებრივი იერიში; კომენტირებული კითხვა; კოგნიტური სქემები
კორნელის გრაფა სემინარი კუბის მეთოდი ლიტერატურული
წრეები, დისკუსია. ესე პრეზენტაცია ლიტერატურულ პარალელები ინტერვიუ სიმულაცია შემაჯამებელი
წერა №7
|
სახელმძღვანელოს ტექსტი. რუბრიკები: ტექსტი და მკითხველი; ანალიტიკური
კომენტარი; ინტერპრეტაცია. ლიტ. პარალელი. თაბახის ფურცლები. ისტ. რესურსები. შეფასების
კრიტერიუმები.
|
დაკვირვება; სქემები.
|
|
9.
ვაჟა-ფშაველა, ცხოვრება და შემოქმედება.
|
55 სთ
|
გაეცნონ ვაჟა ფშაველას ცხოვრების გზას. მისი პიროვნების გამორჩეულობას.
მის ადგილს მისი ეპოქის საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ ყოფაში. დაფიქრდნენ ვაჟას
ენის ფენომენზე და ამ საკითხთან დაკავშირებით სამოციანელების თვალსაზრისზე.
(აკაკის შეხედულება) დაფიქრდნენ და გაიაზრონ ქართული ლიტერატურის პრობლემატიკაში ვაჟას მიერ დამკვიდრებული თემატიკა. გაიაზრონ ბუნების ფილოსოფია ვაჟას შემოქმედებაში.იმსჯელონ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა
ზე ვაჟას პოემებში. გამოკვეთონ „კაი ყმის“ სახე და გაარკვიონ, რამდენად
ღირებულია ეს ფასეულობები დღეს.დააკვირდნენ ტექსტს მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით.
იმსჯელონ მწერლის ენაზე.
|
მოსწავლე მსჯელობს და აფასებს მწერლის შემოქმედებისათვის დამახასიათებელ
თემებს, იდეებსა და პრობლემებს ეპოქის სოციალურ-პოლიტიკური კონსტექსტის გათვალისწინებით.
განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას.მსჯელობს ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებაზე,
აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს. მსჯელობს ავტორის პოზიციის შესახებ. მსჯელობს მხატვრული
დეტალების ფუნქციაზე. მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე. წერს ესეს, რომელშიც
პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემის
შესახებ. სათანადოდ იყენებს ენობრივ გრამატიკულ საშუალებებს. აუდიტორიის გათვალისწინებით
ამზადებს საჯარო მოხსენებას.
|
XIX საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული ვითარება;
გ. ქიქოძე ვაჟას პიროვნების შესახებ; ვაჟა-ფშაველას ენა და ქართველ სამოციანელთა
პოზიცია. ქართული ლიტერატურის პრობლემატიკაში ვაჟას მიერ შემოტანილი მრავალფეროვნება.
ბუნების ფილოსოფია ვაჟას შემოქმედებაში. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა.
„კაი ყმის“ სახე.... ვაჟას „ალუდა ქეთელაურის“, „სტუმარ-მასპინძლის“, „გველისმჭამელის“,
„ბახტრიონის, „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“, „ღამე მთაში“, „რამ შექმნა ადამიანად,,
„კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“,-შესწავლა, იდეურ-მხატვრული ანალიზი.
|
მინი ლექცია,
სემინარი,
გონებრივი იერიში, კომენტირებული კითხვა, კოგნიტური სქემები,კორნელის
მეოდი ლიტერატურული წრეები, დისკუსია. პრეზენტაცია, ესე, ინტერვიუ,
სიმულაცია. ტექსტის რედაქტირება.
შემაჯამებელი წერა №8
|
დაკვირვება,
სქემები.
|
|
|
9.
აკაკი ბაქრაძე, „მეცხრამეტე საუკუნე“.
|
2 სთ.
|
დამოუკიდებლად წაიკითხონ და გაიაზრონ აკაკი ბაქრაძის სტატია. ნაშრომიდან
თეზისების სახით ამოწერონ ძირითადი დებულებები. არგუმენტირებულად ჩამოაყალიბონ პოზიცია
ნაშრომის ძირითადი იდეის შესახებ.
|
მოსწავლე აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებსა და მათ
გავლენას კულტურულ პროცესებზე. ფლობს არამხატვრული ტექსტის ელემენტებს. ადგენს რეზიუმეს.
გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას და ამყარებს მას ციტატებით
საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ტერმინებით და ფრაზებით.
|
საქართველოს ისტორიაში, ცნობიერებაში, სოციალურ-პოლიტიკურ „ყოფაში, ლიტერატურასა
და ხელოვნებაში XIX საუკუნის როლის აკაკი ბაქრაძისეული ხედვა და მისი გააზრება.
|
სახელმძღვანელოს ტექსტი-აკაკი ბაქრაძე, „მეცხრამეტე საუკუნე“. თაბახის
ფურცლები. თაბახის ფურცლები. ისტ. რესურსები.
|
მინი ლექცია გონებრივი იერიში
რეზიუმე
შემაჯამებელი წერა №9
|
დაკვირვება.
|
No comments:
Post a Comment